წესები და პირობები

    

                            ვებ-გვერდის მოხმარების წესები

 

ვებ-გვერდი წარმოადგენს ონლაინ საძიებო ბაზას, რომელიც აერთიანებს წარმოებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს\კომპანიებს მათი პოპულარიზაციისა დამკვეთის მხრიდან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

 

მისია:  საქართველოს მასშტაბით შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, წარმოებისა და მომსახურების  სფეროების, დამხმარე პერსონალის ერთ სივრცეში გაერთიანება, საყოფაცხოვრებო სირთულეების მარტივად გადაჭრა.

ხედვა:  საქართველოს მასშტაბით მომსახურების\წარმოების სფეროში დასაქმებული ადამიანების ყველაზე დიდი და სრულყოფილი საძიებო ბაზის შექმნა.

ღირებულებები:  ინტერნეტ სივრცეში მოსახლეობის ინტეგრაცია და სოციალიზაცია, მარტივი კომუნიკაცია, ეფექტურობა და კომფორტი, ადამიანური ურთიერთობები.

 

ტერმინთა განმარტება     

ვებ-გვერდი\საიტი - ინტერნეტ მისამართი www.jobtime.ge, რომელიც მოიცავს მის შიგთავსს, მონაცემთა ბაზებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, კოდებს და გრაფიკულ მონაცემებს;

ონლაინ ბაზა - ფიზიკური პირების\კომპანიების მიერ ატვირთული პროფილების და მათი თანმდევი პერსონალური ინფორმაციისა და დოკუმენტების ერთობლიობა;

მომხმარებელი - ვებ-გვერდზე რეგისტრირებული\არარეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური\იურიდიული პირი (მათ შორის დამკვეთი და მეწარმე\შემსრულებელი), თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა, რომელიც სარგებლობს\ისარგებლებს ვებ-გვერდის მომსახურებით;

პროფილი - კლიენტის პერსონალური და საკონტაქტო ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც განთავსებულია ვებ გვერდის საძიებო ბაზაში.

მომსახურების ღირებულება - ვებ-გვერდის სტანდარტული  სატარიფო სქემით ან მხარეებს შორის ინდივიდუალური შეთანხმებით გათვალისწინებული საფასური, რომელსაც მომხმარებელი გადაიხდის ვებ.გვერდის ონლაინ ბაზაში საკუთარი პროფილის ან კომპანიის რეკლამის განთავსების უფლების სანაცვლოდ;

განთავსების დამატებითი არხები - სოციალური ქსელები, პარტნიორი ვებ-გვერდები და სხვა ნებისმიერი პროგრამული საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხდება ვებ-გვერდის პოპულარიზაცია და მომხმარებლის მოზიდვა. 

მხარეები:  ვებ-გვერდი www.jobtime.ge  და ვებ-გვერდის მომხმარებელი ერთობლივად და ცალ-ცალკე.

 

  1. ძირითადი დებულება

1.1 ვებ-გვერდი წარმოადგენს შუამავალ რგოლს, შესაბამისად, მასზე განთავსებულ მომსახურებას\პროდუქტს ვებ-გვერდი არ ფლობს;

1.2. ვებ-გვერდი არ ერევა დამკვეთისა და მეწარმე\შემსრულებლის გარიგების პირობებში, შსაბამისად, პასუხს არ აგებს მომსახურების\პროდუქტის კანონიერებაზე, უსაფრთოებაზე, ფასსა და ხარისხზე;

1.3. ვებ-გვერდზე არ ხდება მზა პროდუქტის რეალიზაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეწარმე თავად აწარმოებს პროდუქტს კლიენტის დაკვეთის შესაბამისად;

1.4. ვებ-გვერდი რეგისტრირებულ მომხმარებელს ანიჭებს უფლებას, შექმნას საკუთარი პროფილი და განათავსოს ერთიან საძიებო ბაზაში, ჰქონდეს შეუზღუდავი წვდომა ამავე ბაზაზე, მიანიჭოს რეიტინგი მეწარმე\შემსრულებელ პირს, გამოხატოს საკუთარი აზრი, დატოვოს კომენტარი, გაეცნოს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალას, განათავსოს ვაკანსია, საკუთარი კომპანიის რეკლამა;

1.5. ვებ-გვერდზე მომხმარებლის რეგისტრაცია ხდება გამარტივებული წესით, მხოლოდ სახელის, გვარის და საკონტაქტო მობილური ნომრის მითითებით, ვებ-გვერდის მოხმარების წესებზე თანხმობით;

1.6. მეწარმე\შემსრულებელი პროფილს ქმნის საუთარი ნებისა და ინტერესის შესაბამისად, დამატებით უთითებს პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა, წარმოების\მომსახურების სფერო, გამოცდილება, მომსახურების არეალი, ელ.ფოსტა და სოც. ქსელის მისამართი, ფოტომასალა, და სხვ.

1.7. მეწარმე\შემსრულებელი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ ვებ-გვერდზე მის მიერ მითითებული პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მობილური ნომერი, იქნება ხლმისაწვდომი ნებისმიერი მესამე პირისთვის, შესაბამისად, ვებ-გვერდი პასუხს არ აგებს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებზე, რაზეც მომხმარებელს პრეტენზია არ გააჩნია;

1.8. მეწარმე\შემსრულებელი სრულად არის პასუხისმგებელი მის პროფილში განთავსებული ინფორმაციის უტყუარობაზე და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე, შესაბამისად, ვებ-გვერდი არ აგებს პასუს საძიებო ბაზაში განთავსებული პერსონალური ინფორმაციის სიზუსტეზე.

1.9. ვებ-გვერდი არ იძლევა მომხმარებლის დასაქმების გარანტიას, არამედ, აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს ან მესამე პირს განთავსების დამატებით არხებში.

1.10 კომპანია არ იძლევა გარანტიას ვებ-გვერდის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე, ასევე მასზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე\დაზიანებაზე;

 

  1. “ JOBTIME.GE უფლებამოსილია

 

2.1.დაუკავშირდეს მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ნომერზე პროფილის შინაარსის დაზუსტების ან კორექტირების მიზნით;

2.2.უარი თქვას ნებისმიერი პროფილის გამოქვეყნებაზე, თუ მისი შინაარსი და კლიენტის საქმიანობის სფერო არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, საიტის კონცეფციას და ღირებულებებს;

2.3.ვებ-გვერდი, მასზე არსებული სრული ინფორმაციით  (მათ შორის მომხმარებლის პროფილი და მისი თანმდევი პერსონალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც თავად განათავსა საიტზე) განათავსოს დამატებით არხებში საიტის და მასთან ერთად მომხმარებლის პოპულარიზაციის მიზნით.

2.4.ერთპიროვნულად, ცალმხრივი გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს ვებ-გვერდის მოხმარების წესი, ტარიფი. ცვლილებები ასახული იქნება წინამდებარე დოკუმენტში. ცვლილება შეეხება მხოლოდ ცვლილების შემდეგ განხორციელებულ რეგისტრაციებს.

2.5.ცალმხრივად, წინასწარი შეთნხმების გარეშე, უარყოს\დაბლოკოს მომხმარებელი, თუ იგი:

  2.5.1.მოქმედებს არამართლზომიერად ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, უკანონოდ, ან/და თაღლითურად;

  2.5.2. არღვევს ბიზნეს ეთიკის ნორმებს და სხვა ადამიანების უფლებებს;

მისი საქმიანობა გარემოს უქმნის ეკოლოგიურ საფრთხეს;

  2.5.3.მისი აქივობა საიტზე მოიცავს პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური, კრიმინალური, ტერორისტული, პორნოგრაფიული, შეურაცმყოფელი და მუქარის შემცველი შინაარსის მქონე მოწოდებებს და ემსახურება უმცირესობათა დისკრიმინაციას; 

   2.5.4.მისი საქმიანობა დაკავშირებულია ყიდვა-გაყიდვის, სარეკლამო, ქსელური მარკეტინგის, აზარტული თამაშების სფეროსთან და საიტზე განათავსებს ამ შინაარსის შემცველ პროფილს ან განცხადებებს.

   2.5.5.ონლაინ ბაზაზე წვდომას გადასცემს ნებისმიერ მესამე პირს;

   2.5.6.არის არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო შემსრულებელი და სისტემატურად იწვევს დამკვეთის უკმაყოფილებას.

    2.5.7.გადააცილებს ტარიფით დადგენილი მომსახურებ(ებ)ის ღირებულების გადახდას; 

წინამდებარე დოკუმენტის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დარღვევების გამო         

6. მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტს არ დაუბრუნდება შეძენილ სატარიფო პაკეტში გადახდილი თანხა.

 

  1. მომხმარებლი უფლებამოსილია:

3.1. მიიღოს შეუზღუდავი წვდომა ერთიან საძიებო ბაზაზე და ვებ-გვრდზე განთავსებულ სრულ მასალაზე, მოიძიოს მისთვის სასურველი მომსახურება\პროდუქტი, დამხმარე პერსონალი შემსრულებლის გამოცდილების, პროფესიონალიზმის, ხარისხისა და ფასის შესაბამისად;

3.2. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალოს, დააკორექტიროს, გააუქმოს საკუთარი პროფილი (ამ შემთხვევაში მომხმარებლის მიერ სატარიფო პაკეტში გადახდილი თნხა დაბრუნებას არ ექვემდებარება);

3.3. ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით მიმართოს ვებ-გვერდის გუნდს საიტზე მითითებულ ნომერზე;

3.4. საკუთარი ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, გაავრცელოს ვებ-გვერდი  სოციალურ ქსელში;

3.5.დაეხმაროს და ხელი შუწყოს ვებ-გვერდს და მასთან ერთად სხვა მომხმარებლების საქმიანობის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას საქართველოს მასშტაბით ყველა შესაძლო რესურსით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და ვებ-გვერდის მოხმარების წესებს;

3.6. დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა ვებ-გვერდის სხვა მომხმარებლებთან: დაუკვეთოს პროდუქტი\მომსახურება, მოიძიოს და დაასაქმოს პროფესიონალი კადრი, დამწყები ან დამხმარე პერსონალი;

3.7. იქონიოს ღია და გახსნილი საქმიანი ურთიერთობა საიტის გუნდთან და სხვა მომხმარებლებთან.

 

4.საკუთარი ბიზნეს პროფილის რეგისტრაცია

 

4.1.ახალი მომხმარებლის მიერ საკუთარი პროფილის შექმნა შესაძლებელია მთავარი გვერდიდან, სახელის, გვარის, საკონტაქტო მობილურის ნომრის მითითებით 9 ციფრიანი ფორმატით, მაგ, 5XX XX XX XX.

4.2.იურიდიული პირისთვის სავალდებულოა ელ.ფოსტაც.

4.3.მობილური ნომერი ნამდვილად უნდა ეკუთვნოდეს მომხმარებელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებთ სმს კოდს რეგისტრაციის დასადასტურებლად.

4.4.დაუშვებელია ბიზნეს საქმიანობის აღწერაში ისეთი საქმიანობის ჩაწერა, რაც არ შეესაბამება საიტზე არსებული საქმიანობების ჩამონათვალს.

4.5.დაუშვებელია პროფილში ისეთი შინაარსის მასალის (როგორიცაა სოციალური ქსელების პროფილები, ფოტომასალა და სხვა) განთავსება, რომელიც ეწინააღმდეგება ვებ-გვერდის შინაარსს და გაწერილია ზედა მუხლებში.

4.6.შეუსაბამო შინაარსის პროფილები წაიშლება მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

4.7.ნებისმიერი შემაფერხებელი პრობლემის ან ხარვეზის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ვებ-გვერდს მითითებულ ნომერზე ან ელ.ფოსტის საშუალებით.

 

5.ანგარიშსწორება და სტანდარტული ტარიფები

 

5.1.ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში უნაღდოდ, საიტზე მითითებულ        საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით; 

5.2.თანხის გადარიცვის ინვოისში დანიშნულების ველში აუცილებელი წესით უნდა შეიყვანოთ თქვენი უნიკალური კოდი, რაც გენიჭებათ ავტომატურად ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას;

5.3.უნიკალური კოდის შეყვანა დანიშნულების ველში აუცილებელია საიტის მხრიდან ჩარიცხვების აღრიცხვისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მოხდება მომხმარებლის იდენტიფიკაცია, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;

5.4.მომხმარებლის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია არის უფასო;

5.5.პროფილის ერთიან საძიებო ბაზაში განთავსების ღირებულება შეადგენს თვეში 1 ლარს;

5.6.ერთიანი გადახდის შემთხვევაში, 6 თვიანი პაკეტის ღირებულება შეადგენს 5 ლარს, ხოლო 1 წლიანი-10 ლარს;

5.7.ვებ-გვერდი იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულ ზარალზე და აღნიშნული სატარიფო სქემა იმოქმედებს სიტუაციის გამოსწორებამდე.

5.8.სატარიფო ცვლილება შეეხება მხოლოდ ცვლილების შემდეგ განხორციელებულ რეგისტრაციებს.

5.9.თანხის დროულად (პროფილის განთავსებიდან 30 კალენდარული დღეში) გადაუხდელობის შემთხვევაში, პროფილი იბლოკება 5 დღის მანძილზე, ხოლო შემდეგ ხდება მისი გაუქმება საიტის მხრიდან.

 

6. დასკვნითი დებულება

6.1.მხარეები თანხმდებიან, რომ წარმოადგენენ საქართველოს მოქმედი კანონმდბლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირებს;

6.2.მათი საქმიანობა არ აყენებს ზიანს გარემოს და სხვა ადამიანებს;

6.3.პატივს სცემენ ერთმანეთის საქმიან ინტერესებს;

6.4.მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა წარმოებს მოლაპარაკების გზით, ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით;

6.5.დოკუმენტი შედგენილია ქართულ ენაზე და საიტზე განთავსებულია ელექტრონული სახით. მას არ აქვს იურიდიული ძალა და ატარებს საინფორმაციო ხასიათს;

6.6.წინამდებარე დოკუმენტზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანმება ვებ-გვერდის მოხმარების წესებს და შემდგომში პრეტენზია არ გააჩნია.

 

ჩვენი გუნდი მოხარულია თქვენთან თანამშრომლობის და გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს!